Saturday, July 8, 2017

მე-9 დღე

                                                ჩემი პროექტის პორტფოლიო


  რეფლექსია

   დღეს გადავხედეთ პროექტის გეგმას, დახვეწის შემდეგ  ჩეკლისტის დახმარებით შემოწმდაპორტფოლიოს საქაღალდე.გაკეთდა თითოეული პედაგოგის პროექტების პრეზენტაცია.შემდეგ მოხდა სასწავლო პორტფოლიოს ატვირთვა დრაივში და ბლოგზე მიბმა ჰიპერბოლით.შემდეგ ტრენერის ბლოგი მივაბით ჩვენს საკუთარ ბლოგს დავისწავლეთ როგორ შეიძლება ბლოგზე შეიქმნას გვერდები.ბოლოს მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაცია.
   ტრენინგი იყო რთული,ბევრი ინფორმაციის მომცველი, მაგრამ საინტერესო.მადლობა მარიკას ყველაფრისათვის.

Sunday, July 2, 2017

მე-8 დღე

                                           რეფლექსია
     
        განვიხილეთ მე-7 მოდული. ვისწავლეთ თუ როგორ მოახდინონ მოსწავლეებმა თვითსეფასება. როგორ მივაწოდოთ გეზისმიმცემი შაბლონები. ვიმუშავეთ მოსწავლის შეფასების რუბლიკასა და ჩეკლისტზე. ასევე ,თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლების პროცესის ხელშეწყობისა დამოსწავლეთასწავლის შეფასების მიზნით.როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში. განვიხილეთ სასწავლო პროცედურები.

Saturday, July 1, 2017

მე 7 დღე

                                                     რეფლექსია
        დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მე-6 მოდული.ვისაუბრეთ დიფერენცირებუ-ლი სწავლების შესახებ,რომელსაც გამოვიყენებ სწავლების პროცესში. განვიხილეთ მოსწავლეთა აღქმის უნარები,რომლებიც დამეხმარება ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ მათგანს.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ 4 დონეს: შინაარსი,პროცესი,პროდუქტები და სასწავლო გარემო.განვიხილეთ წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები.

Sunday, June 25, 2017

მე-5 და მე-6 დღე

     რეფლექსია

 ტრენინგებზე განვიხილეთ მე-3,მე-4 და მე-5 მოდულები. ვისწავლეთ ბლოგის მომზადება.მიღებული ცოდნა დამეხმარება, დავფიქრდე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები. ვისწავლეთ პროექტების შეფასების გამოყენება.ასევე სლაიდების შეფერადება და დიაგრამების ჩასმა.

Saturday, June 10, 2017

I-II დღე

რეფლექსია-ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო            ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში განვიხილეთ იტელის ძირითადი კურსი.დე-ტალურად განვიხილეთ პირველი მოდული.აღნიშნულ მოდულში გავეცანით,თუ როგორ
შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,რომლებიც ხელს უწყობს მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე ს-ის უნარ-ჩვევების განვითარებას.ასევე განვიხილეთ სასწავლო ბუკლეტების შექმნის ინსტრუქცია.
     

მე-9 დღე

                                                ჩემი პროექტის პორტფოლიო   რეფლექსია    დღეს გადავხედეთ პროექტის გეგმას, დახვეწის შემდე...